საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ!

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებას.

     

    პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულ პორტალზე socreg.mes.gov.ge 2023 წლის 14 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და ელექტრონულად განცხადებების წარდგენის შესახებ, განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე mes.gov.ge ბანერში - „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება“.

     

    გისურვებთ წარმატებებს!

    თარიღი: 25/12/2023